|
2021-09-09 11:27:52, 463 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა Camille Bloch-ის პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Camille Bloch -ის პრეზიდენტს, დანიელ ბლოხს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიას და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ მსოფლიოში ისეთმა ცნობილმა შვეიცარიულმა კომპანიამ, როგორიც Camille Bloch-ია, საქართველოში თხილის პლანტაციის ინოვაციური მეთოდით გაშენება და საკუთარი წარმოების სწორედ საქართველოში გაფართოება გადაწყვიტეს. მისივე თქმით, კომპანიამ სწორედ საქართველო შეარჩია იმ პლატფორმად, სადაც რამდენიმე ათეულ ჰექტარზე ინოვაციური მეთოდით გაშენებული თხილის პლანტაცია ექნებათ და ათობით ადამიანს დაასაქმებენ. შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ Camille Bloch კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია თხილის პირველ მოსავალს 2025 წლისთვის ელოდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)