|
2021-09-08 12:29:57, 751 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აგვისტოში უკანონო ტყითსარგებლობის 190 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი, მათ შორის, 5 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 86 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, სამცხე-ჯავახეთში - 6, სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლიდა ქვემო ქართლში, 8 ფაქტი - შიდა ქართლში, აჭარაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 1, ხოლო გურიის რეგიონში 2 ფაქტი გამოვლინდა. 2021 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 მ3-მდე ხე-ტყე. საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი. სამართალდარღვევათა შესახებ მოპოვებული მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)