13:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 12:14:51, 562 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში

ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

"ჩვენ გავაკეთეთ არა ერთი ანალიზი იმასთან მიმართებაში, თუ როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში და ასევე როგორი ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. აქ ცალსახად გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებლები და ეს გახლავთ შემდეგი, რომ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წელს ზევით მოქალაქეებში. ასევე, ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს 60 წელს ზევით მოქალაქეებში და როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის მაჩვენებელს და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით და მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობაზე და იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გაააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი რისკები," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics