13:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 12:10:51, 470 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი თაყაიშვილის, ფალიაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს ქალაქის სწორი  განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები გააცნო. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძემ  თბილისში და კერძოდ, ვაკის რაიონში უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო.

„მოსახლეობას, ყოველდღიურ რეჟიმში, ვაცნობთ იმ მთავარ პრიორიტეტებს, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გვექნება. ვისმენთ მათ მოსაზრებებს, რადგან ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელიც მომავალში მათ უბანში განხორციელდება, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics