13:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 10:49:43, 370 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერია მოქალაქეებს ორულში, დიდინეძში და დიდინეძის კახათში შეხვდა

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორულუ, დიდინეძი და დიდინეძის კახათში გამართა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და კონკრეტული სოფლების განვითარების გეგმები გააცნო. მამუკა წოწერიას განმარტებით, პირველადი ინფრატსრუქტურის პრობლემა ყველა სოფელს გადაეჭრება, რაც სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატოორიების,  წყლის, შიდა გზების პრობლემების მოგვარებას გულისხმობს:

„დღეს  საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: ორულში, დიდნეძსა და დიდინეძის კახათში. საკმაოდ აქტიური იყო მოსახლეობა, რაც დასაფასებელია და ერთად შევჯერდით იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში მოუგვარდება ჩვენს მოქალაქეებს.

ადგილობრივები ძალიან კარგად  აფასებენ უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შეხვედრებს ძირითადი გამოწვევის - ვაქცინაციის პროპაგანდისთვის და კარგია, რომ მოსახლეობაც აქტიურად მოგვყვება ამ საკითხში" - განაცხადა მამუკა წოწერიამ. მერობის კანდიდიატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics