15:36 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 11:50:50, 420 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთში იმყოფებოდა და რუსთაველის, შერვაშიძისა და ერეკლეს ქუჩებზე  მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის თხოვნები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მოსახლეობის მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართულობით, დღეისთვის არსებული ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

"განვაგრძობ წინასაარჩევნო შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ამჯერად წყნეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდი. გავეცანი მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და ვიმსჯელეთ მათი დაძლევის გზებზე. ამას გარდა, ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics