|
2021-09-04 18:07:56, 457 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ის სასტუმრო, რომელიც ერთ დროს იყო განვითარებული და აღორძინებული, ისევ აღდგება და წყალტუბო გახდება ერთ-ერთი თვალსაჩინო, გამორჩეული კურორტი
წყალტუბოს განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უკვე დასრულებულია გენგეგმაზე, რომლის განხილვებიც ჩვენ უკვე აქტიურად გვაქვს დაწყებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წყალტუბო გახდება მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი. „ასეთი იყო წყალტუბო და ახლა ჩვენი საერთო ძალისხმევით, მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციას ჩადებს ამ კურორტის განსავითარებლად, ინფრასტრუქტურაში. ამ სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებულია და იგეგმება 2022 წლიდან. ჩვენ ვაწარმოებთ საუბრებს ძალიან დიდ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წყალტუბოში სასტუმროების აღდგენით და ყველა ის სასტუმრო, რომელიც ერთ დროს იყო განვითარებული და აღორძინებული, ისევ აღდგება და წყალტუბო გახდება მართლაც ერთ-ერთი თვალსაჩინო, გამორჩეული კურორტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)