16:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 14:49:38, 562 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება. 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. 4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 8 სექტემრამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 3-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics