18:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 10:59:13, 308 ნახვა

საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მალხაზ ბეგიაშვილი სოფელ ნუკრიანში მცირე მეწარმეებს და ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან საჭიროებები მოისმინა და მათ სოფლის განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც მალხაზ ბეგიაშვილმა  საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობის მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება.

„სასიამოვნოა,  რომ შეხვედრებში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები. მოქალაქეთა და საინიციატივო ჯგუფების ჩართულობა სოფლის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგადად, ნუკრიანს როგორც აგროტურიზმის, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით პროგრესისთვის  ფართო პოტენციალი გააჩნია.  სწორედ, ადგილობრივებთან შეთანხმებით და მათი ჩართულობით განვიხილავთ ნუკრიანის განვითარების კონცეფციას და შემდგომ ნაბიჯებს შევიმუშავებთ,“-განაცხადა მერობის კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics