18:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 10:41:04, 502 ნახვა

საზოგადოება
მამუკა წოწერიამ ინდივიდუალური შეხვედრები 15 სოფელში გამართა, მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას სოფელ ურთაში შეხვდა

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწოერია მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას სოფელ ურთაში პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასან ერთად შეხვდა.

 

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იყო. ვისაუბრეთ სოფლის აქტუალურ თემებზე. გამოვკვეთეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც გახლავთ წყალმომარაგება და ასევე შიდა საუბნო გზების პრობლემები. დავგეგმეთ შესაბამისი ღონისძიებები, ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და იმ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა  გახდეს მეტად ხელმისაწვდომი ის სახელმწიფო პროგრამები და ის რესურსები, რომელიც შეიძლება აითვისოს ჩვენმა მოსახლეობამ. შესაბამისად ჩვენ უახლოეს სამოქმედო გეგმებში ამ ინიციატივებს ჩავსვამთ და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად დაეხმარება სოფელს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რეალიზებული იყოს ამ სოფლის პერსპექტივები" განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ამ დროისთვის მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები 15 სოფელში გამართა. შეხვედრებს მერობის კანდიდატი ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვისაც იყენებს და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics