20:35 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 13:50:51, 554 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - მოძრავი ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, რაზეც ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ცხადყოფს.

„დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 1 000 ერთეულით არის ნაკლები გასული კვირის სამშაბათის მაჩვენებელზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ  მოძრავი ამცრელი პუნქტები თბილისში წარმატებული აღმოჩნდა, რის გამოც მსგავსი პუნქტების მოწყობას რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდსიც გეგმავენ.

„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ემატება ამცრელი წერტილები და მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, ასევე იგეგმება მათი გააქტიურება სხვა ქალაქებში, რუსთავია ამ ეტაპზე გეგმაში. ასევე, ვფიქრობთ, რომ ქუთაისსა და ზუგდიდშიც დაემატოს ამცრელი პუნქტები“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics