21:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 18:22:44, 817 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციურ სისტემაში კოვიდ ინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს

შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში  ახლადდაკავებულ  პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები   სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან . მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი  შესაბამის  პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან . მათი  განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება .-ინფორმაციას პენიტენცური სამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, ამჟამად , 105 კოვიდ ინფიცირებულიდან  66 თბილისისი ერთ ერთ  სამოქალაქო კლინიკაში  მოთავსებული , თუმცა ამათგან  52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება .  

 39 კოვიდ ინფიცირებული  ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული . " სპეცილური პენიტენციური სამსახური განმარტებით, ყველა ინფიცირებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics