21:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 12:51:59, 518 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერობის და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თემქის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, მოსახლეობას შეხვდნენ და საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

კახა კალაძის თქმით, თემქის ხევის პარკი ერთ-ერთი მასშტაბური და კეთილმოწყობილი სივრცე იქნება დედაქალაქში.

„გვახსოვს ყველას, აქ რა ხდებოდა და როგორ იყო დაჭაობებული ყველაფერი. პირველ ეტაპზე, მთლიანად უნდა მოხსნილიყო დაჭაობებული ფენა. ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს პროექტი და აქ იქნება საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომლითაც არა მარტო ადგილობრივები, არამედ ზოგადად, თბილისის მოსახლეობა და ტურისტები ისარგებლებენ. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პარკი თავისი ინფრასტრუქტურით", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქალაქო პარკი 20 ჰექტარზე ეწყობა და ის თბილისის ერთ-ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე იქნება. პროექტი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოების ღირებულება 39 280 000 ლარია.

თემქის ხევში ასევე იმყოფებოდნენ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics