21:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 18:58:26, 563 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია -დაზღვევა არის ერთადერთი გზა, რომ ფერმერები დაცულები იყვნენ სტიქიის დროს მიყენებული ზარალისგან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან თანადაფინანსებას აძლევს ფერმერებს, მათ შორის მევენახე ფერმერებს  იმისათვის, რომ დააზღვიონ მოსავალი. – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დაზღვევა არის ერთადერთი გზა, რომ ფერმერები დაცულები იყვნენ სტიქიის დროს მიყენებული ზარალისგან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ პროგრამის განახლებაზეც. ამავე დროს, მთელი წლის განმავლობაში, ვახორციელებთ აგროდაზღვევის შესახებ საინფორმაციო კამპანიას. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 18 000 ჰექტარი ფართობია დაზღვეული ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 6000 ჰექტარი არის ვენახი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

„როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობენ სადაზღვევო კომპანიებთან, რათა კოორდინირებულად მოხდეს დაზღვეულ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემა.“- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics