22:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 11:29:09, 464 ნახვა

საზოგადოება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.

შეხვედრებზე ადგილობრივებსა და კანდიდატს შორის საუბარი ძირითადად სოფლად არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიმდინარეობს. 

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე. მოსახლეობას ჩვენს სამოქმედო გეგმას ვაცნობ და ასევე ვისმენ მათგან იმ საკითხების შესახებ, რომელიც სოფელს სჭირდება რომ მოუგვარდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  განვითარებისთვის ვიმუშავებთ და ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვიზრუნებთ, რომ არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეები ახალგაზრდებისთვის, სადაც როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებასა და თვითრეალიზაციას შეძლებენ,“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი  -  მალხაზ ბეგიაშვილი 26 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი სიღნაღის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აგვისტოს წარადგინა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics