22:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 11:09:58, 587 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე - ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა

 „ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივებს გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.  მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, ის ცალკეული მოთხოვნები, რომელიც მოსახლეობას აქვს, ეტაპობრივად მოგვარდება.

„გასული ოთხი წლის მანძილზე, დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის სასიცოცხლო რეფორმა გატარდა და ძალიან ბევრი პროგრამა წარმატებით განხორციელდა. რა თქმა უნდა, ცალკეული გამოწვევები კვლავ რჩება და მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მოსახლეობა მანდატს შემდეგი ოთხი წლით მოგვანიჭებს, არსებული გამოწვევები ეტაპობრივად მოგვარდება. ჩვენ, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით მუშაობის ტემპები გაიზრდება"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics