23:50 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 14:46:58, 532 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - როცა მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტრობა

როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ქვეყნის მტრობაა.

„ჩვენმა წინაპრებმა გმირობით, თავგანწირვით და თავდადებით მოიტანეს ჩვენი სამშობლო, ათას და მილიონობით ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ერმა, ამ ათას ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი მოვიდა დღევანდელობამდე და მოიტანა ის მიწა-წყალი, ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია,  და მთავარი - ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინსტიტუტები, ოჯახის ინსტიტუტი და ყველა ის ფასეულობა ის ტრადიცია, რომელიც ჩვენს იდენტობას გამოკვეთავს და  ამით გამოგვარჩევს სხვა ერებისგან. როცა ამას მიზანმიმართულად ებრძვი, როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს - პოლიციას, ჯარს, სასამართლოს. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, არის მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მეგობრებო, მაგრამ რა თქმა უნდა მიუხედავად ყველა იმ სიბინძურისა, ყველა იმ ბინძური  ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც  მათ აწარმოეს, სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა, გვარამიას მეთაურობით ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის  წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის დასრულდება კატასტროფულად კრახით, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics