00:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 17:18:00, 551 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის შვიდ მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა

კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს, „ტელეიმედს", ტელეკომპანია „პირველს", „ფორმულას", „რუსთავი 2"-ს და „სტუდია მაესტროს" სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

"წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა მაუწყებლებმა 23 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქეს. კერძოდ, მაუწყებლების მიერ დაირღვა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი", რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.  

კანონმდებლობის აღნიშნული ვალდებულება შვიდივე მაუწყებლის მიერ დაირღვა, რის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა და განსახილველად სასამართლოს წარუდგინა." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics