|
2021-08-26 12:29:28, 866 ნახვა
სამართალი
სასამართლო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ., რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდნენ. პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით ხუთი პირი ორი დღის წინ დააკავეს. გუშინ კი გასაჯაროვდა მასალა, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები ტერორისტული სიმბოლიკით გადაადგილდებოდნენ და სატელეფონო საუბრებში დანაშაულებრივ გეგმებზე საუბრობდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)