|
2021-08-26 11:19:05, 481 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი და აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესი დაათვალიერა
ქართული მხარის მოწვევით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლები ქუთაისსა და თბილისს სტუმრობენ. ქუთაისში ავიაკომპანია „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა, ასევე ადგილზე გაეცნო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაუკავშირდება და პირველ მგზავრებს მიიღებს. სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აროპორტთან წვდომას გაუადვილებს. „ვიზეარის" დირექტორის, ოვეინ ჯონსის თქმით, უნგრული ავიაკომპანია იყო პირველი, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაიწყო. მისივე თქმით, აეროპორტის ახალი ტერმინალი იმას მოწმობს, რომ იზრდება ქალაქი და იზრდება მოთხოვნა მოგზაურობაზე. ამასთან, ვიზიტისას „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტმა თბილისში შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან, რა დროსაც სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ კომპანია მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)