|
2021-08-23 18:44:59, 2193 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა
აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ(FDA) სრული ავტორიზაცია მიანიჭა “ფაიზერისა“ და “ბიოტექის“ ვაქცინას, მათ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღეს გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოყენების ავტორიზაცია.-ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს სააგენტოს ცნობით, FDA– მ დაამტკიცა ორი დოზის ვაქცინა 16 წელს ზევით ასაკის ადამიანებისთვის გამოსაყენებლად. კოვიდ -19 საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებიდან არცერთს, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA– ს გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოყენების ნებართვა - მათ შორის “მოდერნა“ და “ჯონსონ-ჯონსონის“ ვაქცინებს - აქამდე არ მიუღიათ სრული ავტორიზაცია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სრული ავტორიზაცია დაარწმუნებს ანტივაქსერებს, რომ „ფაიზერით” აცრა უსაფრთხო და ეფექტურია. ”მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე მიიღო უსაფრთხოდ კორონავირუსის ვაქცინები, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის სრული ავტორიზაცია გამოიწვევს ვაქცინის მიმართ მეტ სანდოობას”- განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა. საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის დამტკიცება ემყარება კომპანიის კლინიკური კვლევის განახლებულ მონაცემებს. „ფაიზერის“ და ბიოტექის“ ვაქცინა ახლა ბაზარზე იქნება Comirnaty სახელწოდებით. შეერთებულ შტატებში 204 მილიონზე მეტმა ადამიანია ვაქცინირებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)