05:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 12:48:13, 746 ნახვა

მსოფლიო
ჰაიტში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა. -  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ქვეყნის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 10 000 ადამიანი დაშავდა, ნაწილი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო სამუშაოებს ართულებს ძლიერი წვიმა.

UNICEF-ის შეფასებით, მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი, მათ შორის 540 000 ბავშვი დაზარალდა.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში მოხდა. მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემამ ცუნამის გაფრთხილება გასცა.

აღსანიშნავია, რომ ჰაიტიზე 2010 წლის 12 იანვარს 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics