|
2021-08-18 11:41:08, 876 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა რუსთავში მდებარე მეტალურგიულ საწარმო „ეი-ემ-ბი-ალოისს" ესტუმრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთ ბენეფიციარს - რუსთავში მდებარე მეტალურგიულ საწარმო „ეი-ემ-ბი-ალოისს" ესტუმრა. ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს. საწარმო ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და ე.წ. „მშრალ ფილტრებს" ამზადებს, რაც გარემოზე ზემოქმედების მავნე რისკს გამორიცხავს. „2019 წელს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება აღმოვუჩინეთ კომპანია „ალოისს". საწარმომ სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება და უკვე აქტიურად გააქვს პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში. უახლოეს მომავალში კომპანია, რომელიც საწარმოში 120 ადამიანს ასაქმებს, გაფართოებას გეგმავს და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავეხმარებით. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამა უფრო მეტად დაეხმარება ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)