14:06 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 01:14:01, 627 ნახვა

პოლიტიკა
წინანდლის ტყეში მოკლულია ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ ორი პირი - დეტალები

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონისა და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა. 

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაიწყო ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, წინანდლის ტყის მიმდებარედ. ამ ვერსიის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც  დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს და გამოიწვია 2 ან მეტი პირის სიკვდილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics