14:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 14:53:40, 632 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დედოფლისწყაროს ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, 58 მლნ. დაიხარჯება პროექტის განხორციელებაში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში 58 მლნ. დაიხარჯება.

„წლებია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ელოდება წყლის პრობლემის მოგვარებას. ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, თუმცა შემდეგ იყო გარკვეული პაუზა და ახლა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, გამოცხადებულია ტენდერი, უკვე ყველა სამუშაო დამთავრებულია. დაახლოებით 60 მლნ. ლარამდე - 58 მლნ. დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ყველა სოფელს, ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics