|
2021-08-13 14:24:45, 379 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი -ჩემი დავალებაა, რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი მოეწყოს ერთიანი, კეთილმოწყობილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით
ჩვენ ახლა დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, მანამდე არაერთი პროექტი განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ადგილობრივი წარმოების განვითარების, განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სულ რაღაც 8 წელიწადში აშენდა 175 ახალი სკოლა და განახლდა - 250. „ჩემი დავალებაა, რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი მოეწყოს ერთიანი სტანდარტის მიხედვით, იყოს კეთილმოწყობილი, ევროპული სტანდარტების მიხედვით, იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ მიიღოს განათლება ღირსეულ, ევროპულ პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ინვესტიცია მომავალში. მეორეს მხრივ, ჩვენ გავაკეთეთ და უკვე დავასრულეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. ჩემს გამოსვლებში ვამბობ და მინდა, კიდევ ერთხელ, თქვენ გითხრათ - ჩვენ გვქონია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა, ვთქვათ ხალხნო, ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით რა ხდება, რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის. ეს არის დიდი გამოწვევა და ამისგან უნდა დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი შვილები, ხალხი და ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)