|
2021-08-13 14:06:09, 896 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - 2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა, სურსათისა და გადამმუშავებელი მრეწველობა განვითარდეს
„დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალით, 110 წლის წინ იწყება. ეს არის დიდი ისტორიის და დიდი მომავლის მქონე განსაკუთრებული სიმდიდრე - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლაგოდეხში, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ბუნება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს. „განვითარება არის კოპლექსური, გარემოსთან ჰარმონიით გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები სწორად და განვავითაროთ სოფელი, რომელიც თავის თავში მოიცავს არამხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ ეკოტურიზმს, სასოფლო ტურიზმს, აგროტურიზმს, ღვინის ტურიზმს და ა.შ. ეს ყველაფერი, რაც უნდა განვითარდეს მოსახლეობასთან ერთად და მათი ინიციატივით, ჩვენი მხირდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ კერძო ინიციატივებს, თქვენს ინიციატივებს ვუჭერთ მხარს და სახელწმიფო არ ქმნის სისტემებს პარალელურად, არ ქმნის სახელმწიფო კონკურენციას, პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს მხარდამჭერი კერძო ბიზნესის განვითრების. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა არის თანადაფინანსებები, ფინანსურ რესურსებზე წვდომა, თქვენთვის იაფი ფულის გაჩენა იმისთვის, რომ თქვენი წამოწყებები იყოს უფრო მეტად წარმატებული. 2012 წელს, მთლიანად სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სექტორის დაკრედიტების ოდენობა იყო 50 მლნ წელიწადში, მაშინ როდესაც, ბოლო წლების განმავლობაში, პორტფელმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა და სურსათის მრეწველობა, გადამმუშავებელი მრეწველობა განვითარდეს. ეს არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დახმარებებისა და ჩვენი ინტერვენციების" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)