|
2021-08-10 14:43:13, 1000 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანამ შეძლო, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება; ამას სჭირდება შენარჩუნება
ქვეყანამ შეძლო, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 5 თვეში, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მაჩვენებელს სჭირდება შენარჩუნება. „ბოლო თვეების განმავლობაში, რა დინამიკაც გვაქვს ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების კვლევები, დასკვნები, ქვეყანამ შეძლო, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 5 თვეში, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება, აღდგა და მთელმა სარეიტინგო კომპანიებმა აღადგინეს და გააუმჯობესეს ჩვენი რეიტინგები, ვგულისხმობ მსოფლიო ორგანიზაციებს. ამას სჭირდება შენარჩუნება. მოსახლეობაში გაჩნდა დამატებითი შემოსავალი, მეტი დოვლათი იქმნება, ტურიზმი ყვავის ყველგან ახლა, ტურისტებით სავსეა, გადატვირთულია მთელი სასტუმროები, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თუ პანდემიის სიტუაცია გაგვირთულდა, არ გვინდა, რომ შეზღუდვები შემოვიტანოთ. შეზღუდვები არ არის გამოსავალი, ეს არის დროებითი გამოსავალი, გამოსავალი არის ვაქცინა, მეგობრებო. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა ავიცრათ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ აცრა ჩავიტაროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)