|
2021-08-05 20:25:23, 2006 ნახვა
ომი უკრაინაში
8 აგვისტოდან ნიდერლანდები, საქართველოს „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიენიჭებს
ნიდერლანდებმა , საქართველო „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სიაში შეიყვანა.- ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ (a very high-risk area) სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“. ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებმა, ნიდერლანდებში შესვლისას უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ასევე - კორონავირუსზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან "საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)