03:03 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 16:41:56, 711 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მიიმართება უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე

10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

განხორციელებული კვლევები არაერთი ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს, რომ საგადასახადო დანახარჯების უმრავლესობა გარკვეულ წილად  ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჩვენ დავიწყეთ საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. აღნიშნული შეფასება მოგვცემს საშუალებას, გავაუქმოთ არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მივმართოთ ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის მისაღწევად უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics