|
2021-08-05 16:20:52, 708 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - გაგრძელდება საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები
ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე. მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზეა დაფუძნებული და მართვის მაღალი ხარისხი, დასტურდება ყველა საერთაშორისოდ აღიარებული შეფასებებითა და რეიტინგებით. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არის გარკვეული მიმართულებები, სადაც ხარისხობრივი გაუმჯობესების სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ამ მიმართულებით არის სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე შემუშავდა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია, არსებული მეთოდოლოგია მოიცავს პროექტის შემუშავების სრულ ციკლს, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული თითოეული პროექტის განხორციელებით დასახული სოციალური და ეკონომიკური მიზნები და ეფექტები. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: 2024 წლისთვის - ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების არანაკლებ 80 პროცენტი იყოს შეფასებული ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, 2026 წლიდან - ყველა პროექტი განხორციელდეს სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შესაბამისად. აღნიშნული ინდიკატორების მიღწევა შესაძლებლობას მოგვცემს შეზღუდული რესურსების პირობებში დაფინანსდეს ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების მქონე პროექტები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)