10:26 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 14:22:24, 864 ნახვა

სამართალი
23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აღნიშნავენ უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics