|
2021-08-03 11:51:23, 632 ნახვა
სამართალი
ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე. მოქალაქეები, აკრძალული მეთოდით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით ახდენდნენ თევზჭერას. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლიანში მოქალაქე თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა. ელექტროშოკური აპარატის მეშვეობით ახორციელებდა თევზჭერას მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედაც. მას ასევე ჰქონდა ნავი და ჩოგან-ბადე. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)