|
2021-08-02 16:47:21, 421 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის მესამე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მოიხატება კედლები. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება. მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა. გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და სკვერის მოწყობის პროექტის დეტალები გააცნო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 131 882 ლარია გათვალისწინებული.
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)