|
2021-08-01 16:34:49, 3932 ნახვა
სპორტი
2 ქართველ ძიუდოისტი კოვიდრპროტოკოლის დარღვევის გამო ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს
2 ქართველ ძიუდოისტს, ვაჟა მარგველაშვილს და ლაშა შავდათუაშვილს კოვიდრპროტოკოლის დარღვევის გამო ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს. ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის განცხადებით, წესების მიხედვით, ათლეტებს საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლოთ და შეზღუდულ არეალზე შეეძლოთ. სპორტსმენებს ეკრძალებათ ქალაქში სეირნობა და ტურისტული ადგილების, მაღაზიების, რესტორნების თუ სავარჯიშო დარბაზების მონახულება. მათ არ უნდა იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარღვევა აკრედიტაციის შეწყვეტას, ჯარიმებს და დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს. თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმები ეცვათ, ტოკიოში, ტოკიო თაუერთან მრავალ ადამიანთან ერთად ფოტოები გადაიღეს. ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის განცხადებით, ეს ქმედება წესების სასტიკი დარღვევაა. ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა ვერცხლის მედლებით დაასრულეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)