|
2021-07-31 11:23:49, 959 ნახვა
სამართალი
მაშველებმა დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს
უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფი დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც, ერთ-ერთი ტურისტი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, რის გამოც სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვეს. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. „შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი, ხეობიდან ამოიყვანა და საკაცით, დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილის გავლის შემდეგ, საავტომობილო გზამდე ჩაიყვანა, საიდანაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)