|
2021-07-30 13:36:35, 799 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7 - პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება და გაიზრდება დასაქმება
„ივნისში საკმაოდ მაღალი 18,7 - პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ისეთ წარმატებულ წელიწადთან, როგორიც იყო 2019 წელი," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც „საქსტატის" მიერ 2021 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა. მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა დარგში. მისი თქმით, განსაკუთრებით გამოირჩევა გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და საფინანსო სექტორი, სასტუმრო და სხვა განთავსების ობიექტები, მშენებლობა და ვაჭრობა. „ესაა საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი დარგები. მოლოდინი გვაქვს, რომ, ჯერ ერთი, შესრულდება ვარაუდი, რომ მიმდინარე წელი სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, ასევე გაიზრდება დასაქმება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)