|
2021-07-30 13:12:40, 2345 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს
"ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა ქვეყანაში. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ეპიდაფეთქების დასაწყისი და მთავარი მტერი დიდი თავშეყრებია. ,,დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება ანუ ზე სვლა, თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში, გავდივართ შემდგომ პიკს, რაც შეიძლება 10 დღე ან 2 კვირა გაგრძელდეს. ამის შესაკავებლად ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია, უფრო მეტად ინტენსიფიცირება ვაქცინაციის ტემპის ქვეყანაში და მეორეს მხრივ დაცვა ყველა იმ რეკომენდაციის, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. ამ რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ორია ეს არის პირბადის ტარება ყველგან და მათ შორის გარე სივრცეებშიც იქ სადაც ვერ დაიცავ დისტანციას. მოგეხსენებათ, რომ ახლა მანდატორულია შიდა სივრცეები და ეს არ იცვლება და აუცილებელია ეს უნდა დავიცვათ. პირბადეზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის განსაკუთრებით, მაშინ როცა დღეს სხვადასხვა შტამებია. მიკროსამყარო სერიოზულად ებრძვის მაკროსამყაროს. სულ უფრო ხშირად ხდება მუტაციები, იქნება ახალ-ახალი შტამები, რომელთაგანაც დაცვის ერთადერთი საუშალება არის პირბადე და დისტანცია, რაც ჩვენთან სამწუხაროდ არ იცვება. ყველა ეპიდაფეთქების კერა იწყება და მთავარი მტერი არის დიდი თავშეყრები: ქორწილი, ქელეხი დიდი წვეულება, დაბადების დღე, გამოსაშვები თუ სხვა".- განაცხადა გამყრელიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)