|
2021-07-27 18:41:41, 849 ნახვა
სამართალი
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 26 642 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა. 2021 წლის იანვრიდან დღემდე სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოახდინა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხოლოდ ივლისში, სააგენტომ ერთ-ერთ აფთიაქში, საოფისე მაგიდაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 17 დასახელების 2485 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აღმოაჩინა. ასევე კომპიუტერის ქეისში გადამალული 358 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი. სააგენტო ახდენს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)