|
2021-07-26 14:58:41, 2298 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსთავში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს
ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, რუსთავში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს - პროცესში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, პედაგოგები და ადგილზე მოქმედი საწარმოების თანამშრომლები ჩაერთვნენ. - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კლინიკა ,,რუსთავში“ საყოველთაო აცრის მიმდინარეობას, ადგილზე პირადად გაეცნო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე, დავით იშხნელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი. მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით, ვაქცინაციას 4 სამედიცინო დაწესებულებაში, 9 ამცრელი ბრიგადა ახორციელებს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და დღეიდან უკვე, ,,ფაიზერითაც“ კეთდება. ,,მასობრივი ვაქცინაცია, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. ამ ეტაპზე მხარის მასშტაბით 13 000-ზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული. რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3’’. - ნათქვამია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)