|
2021-07-24 12:46:00, 910 ნახვა
საზოგადოება
დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ
სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში, შრომის ინსპექტორებთან ერთად შრომის უსაფრთხოების დესპანები ჩაერთვნენ. პირველ ეტაპზე, მოხალისეები მოლებსა და სავაჭრო ცენტრებში განთავსებულ ობიექტებზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. დასაქმებულები მოქმედი რეგულაციების დაცვაზე გამოკითხეს და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდეს. შრომის უსაფრთხოების დესპანები სამუშაო ადგილებზე სექტორისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებას უწევენ ზედამხედველობას. ამ მიმართულებით პროექტისთვის შერჩეული სტუდენტები უშუალოდ შრომის ინსპექტორებმა გადაამზადეს. შრომის უსაფრთხოების დესპანის პროგრამა შრომის ინსპექციის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. იგი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. პროექტისთვის მონაწილეები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შეირჩნენ. იხილეთ ბმული: https://we.tl/t-8yzl1JDO6H
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)