|
2021-07-24 12:30:16, 1093 ნახვა
სამართალი
პოლიციამ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ო.მ. ხულიგნობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ნაცნობს - 2005 წელს დაბადებულ ა.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ამავე ტერიტორიაზე მყოფ ა.ა.-ს დედას -1969 წელს დაბადებულ ს.კ.-საც დაუპირისპირდა. მომხდარი დაპირისპირებისას ბრალდებულმა ს.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ხელის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულ ქალს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა გაეწია, რის შემდეგაც იგი კლინიკიდან გაეწერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)