|
2021-07-22 11:54:50, 1147 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს
„საქართველოს ბანკი" მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივებული პროცესით არის შესაძლებელი. - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სიახლის ფარგლებში მომხმარებელი ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის ციფრულ არხებშივე შეძლებს იხილოს მისთვის ხელმისაწვდომი სესხის ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, (იქნება ეს იპოთეკური სესხი, განვადება, სამომხმარებლო სესხი თუ საკრედიტო ბარათი). საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად გაიაქტიუროს დამტკიცებული სესხი. მათივე ცნობით, მომხმარებელს მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები მისაღებად შეუძლია მობილბანკშივე მიუთითოს საკუთარი შემოსავლები, საჭიროების შემთხვევაში ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიუთითოს სასურველი თანხა და ვადა. იმისათვის, რომ მომხმარებელს ახალი ფუნქციონალი მობილბანკში გამოუჩნდეს, საჭიროა აპლიკაციის განახლება App Store ან Play Store-ში. „ინოვაციურობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ბიზნესპრინციპია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენი ციფრული არხებით სარგებლობა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ეს სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, არათუ გაიგოს მისი მაქსიმალური ლიმიტი ფილიალში მისვლის გარეშე, არამედ საჭიროების შემთხვევაში იქვე მარტივად გაიაქტიუროს კიდეც დამტკიცებული სესხი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული სიახლეების შეთავაზებას“- განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)