|
2021-07-20 17:27:46, 1162 ნახვა
რეგიონი
კასპს მალე კიდევ ერთი დაასვენებელი სივრცე შეემატება
კასპს მალე კიდევ ერთი დაასვენებელი სივრცე შეემატება. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიკრორაიონის დასახლებაში დასავენებელი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, მშენებელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს 2091,8 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცის მოწყობას, სადაც განთავსდება დასაჯდომი სკამები, საფეხმავლოები, საბავშვო ატრაქციონები, ღამის ლამპიონები, 2 სასმელი წყლის ონკანი და დაირგვება ხეები. ,,მწვანე და გასართობი სივრცე აუცილებელია როგორც ქალაქისთვის ისე სოფლისთვის. წელს ფინანსებიდან გამომდინარე დავგემეთ მიკრორაიონში, სოფელ ხოვლესა და თელიანში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების მოწყობა. მომავალ წელს კი სხვა ლოკაციებსა და სოფლებში გავაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას’’, - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)