|
2021-07-19 17:25:00, 759 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან მალე შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი
დღეს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, მაია სანდუმ, ვლადიმირ ზელენსკიმ და შარლ მიშელმა. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერების აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ,, ბათუმი უკვე ტრადიციულად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას. წელს ეს კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის კუთხით კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციას ესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან მალე შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობაა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)