|
2021-07-16 16:25:33, 783 ნახვა
რეგიონი
ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის მეორე ეტაპი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 646 464 ლარს შეადგენს. ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი სოფელში გასულ წელს დასრულდა. „ქვემო ბოლნისში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 700 გრძივ მეტრზე სანიაღრეები კეთდება, ხოლო 1500 გრძივ მეტრზე ბეტონი იგება. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა პრიორიტეტულია და ამ მხრივ, ჩვენ, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)