|
2021-07-16 12:15:56, 398 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მეორე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება
„საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით, ხვალ მზიურის პარკში „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ რიგით მეორე ფლიმარკეტი გაიმართება. ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს, როგორც კერძო პირების პირადი ბიბლიოთეკის, ასევე ბუკინისტების მეორეული წიგნების გადაცვლა შეუძლიათ. ასევე, ახალი გამოცემების წიგნების, წიგნის თემატიკის სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. მეორე წიგნის ფლიმარკეტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც დასასვენებლად გამგზავრებას აპირებს და საკითხავს ეძებს. ფლიმარკეტის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს "საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილ ზონები დახვდებათ, სადაც მათ განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოვებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით იმართება. ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)