23:06 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 14:29:41, 579 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძემ ნოტარიუსებს სიახლეები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ განხორციელებული სანოტარო საქმიანობისთვის ნოტარიუსს აღარ დასჭირდება იუსტიციის მინისტრის თანხმობა.   ამ  სიახლის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  და პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა  ნოტარიუსებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.

ასევე, გაუქმდა შეზღუდვა ნოტარიუსის მიერ შემცვლელი პირის დანიშვნის შესახებ, შეიცვალა რეგულაციები ნოტარიუსთა სამუშაო დროსთან დაკავშირებით, ამასთან, სანოტარო ბიუროებში იხსნება არასრულწლოვნებთან დაკავშირებული  შეზღუდვები.

რეგულაციები შემსუბუქდა და  ამოქმედდა სანოტარო მედიაცია, რაც  მნიშვნელოვანი მექანიზმია მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას.  მიწის სისტემური რეგისტრაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს სანოტარო მედიაციის ინსტიტუტი. ეს არის  მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული ინსტიტუტი, რომელიც მხარეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს დავების მოგვარების პროცესს. გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის მედიაციის მომსახურებით სარგებლობა უფასოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics