|
2021-07-14 13:19:54, 939 ნახვა
პოლიტიკა
ხაშურის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა
დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ შეუერთდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს. „არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნება“, ოცნების ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის“, - განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა. პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების და პარტიაში „საქართველოსთვის" გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე - ვაჟა ხარშილაძემ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ირინე გელაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილმა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე - ზვიად ტეფნაძემ, სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე - ანა ხარებავამ, ფრაქცია ქართული ოცნება -მრეწველების თავმჯდომარე - ჯონდო კაპანაძემ და ფრაქცია ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის მოადგილე - ემზარ მურჯიკნელმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)