00:06 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 15:01:27, 714 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც 85 დეპუტატი ესწრება.

სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან სხდომათა დარბაზის ტრიბუნა ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ დაკავებული. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა მედიაორგანიზაციებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებენ.

ამასთან, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ.

დადგენილების პროექტს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics